jvari

jvari

Wednesday, July 1, 2015

პროექტი

1. პროექტის სახელწოდება:  ,,სივრცული ფიგურები".

2.  პროექტის მთავარი იდეა (თემა): მსგავსება და განსხვავება სივრცულ ფიგურებს,                  კერძოდ, მართკუთხა პარალელეპიპედსა და კუბს შორის.

3.  პროექტის აქტუალობა: მოსწავლეს უნვითარდება სააზროვნო უნარები: კვლევითი,             შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები.ეჩვევია თანამშრომლობას.

4. პროექტის მიზნები:  მოსწავლეები მოიკვლევენ მოცემული ფიგურების თვისებებს,წარ-
    მოაჩენენ მათ შორის მსგავსებას და განსხვავებას.

5. მონაწილეთა ასაკი:  15-16 წელი.

6.ვადები/ხანგრძლივობა/:  2 კვირა

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები/რაც შეიძლება შეიქმნას: გაკეთდეს მოცემული   ფიგურების მაკეტები, მათი შლილები, მოაწყონ მთლიანი მასალის პრეზენტაცია.

8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო,google crom,pover         pointi.

9. პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები): მოსწავლეების წინაშე წარმოვადგენ  რამოდენიმე თემას,მათ თვითონვე ავარჩევინებ მათთვის სასურველ თემას, შემდეგ კლასს  დავყოფ 3-4 კაციან ჯგუფებად და თვითოეულ ჯგუფს მივცემ დავალებას. მაგალითად: I-ჯგუფს დავავალებ ინტერნეტით მოიძიონ მსგავსება ამ ორ ფიგურას შორის.
II-ჯგუფს დავალებ მოიძიონ განსხვავება მათ შორის.
 III-ჯგუფს დავავალებ  მოიძიონ საერთო თვისებები მათ შორის.
IV-ჯგუფს კი ასეთ დავალებას მივცემ: გრაფის საშუალებით გამომისახონ მოძიებული მასალა.
V-ჯგუფს კი დავალებ ამ ფიგურების მაკეტისა და შლილის გაკეთებას.ამის შემდეგ ვაკეთებ პროექტის პრეზენტაციას.

შეფასება: იხილეთ შეფასების რუბრიკა

10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტ.

11. პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): ნ. დავაძე

 

No comments:

Post a Comment